საზოგადოება

რამდენი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ

ქართველების განსახლების შესახებ ბევრი მითი თუ მოსაზრებაა, რომლებიც საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე ისეა ერთმანეთში გადახლართული, ძნელია გაარკვიო სად იწყება სიმართლე და სად მითი. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ საკითხის სირთულეც უწყობს ხელს – მიგრაცია მსოფლიოს ერთერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა, რისი მასშტაბების მათემატიკური სიზუსტით დადგენა ევროპის და ზოგადად დასავლეთის წამყვან ქვეყნებშიც კი რთულია, სადაც სოცილოგია და სოციალური მეცნიერებები, საკმაოდ მძლავრად არის განვითარებული. შესაბამისად, საკითხის ირგვლის საქართველოს მოკოჭლება, არც უნდა იყოს გასაკვირი. ამავდროულად, თუ ლეგალური მიგრაციის მასშტაბების დადგება კიდევ შესაძლებელია, არალეგალური მიგრაციის მხრივ სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს.

XX ს-ში ქართველთა მიგრაცია შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად, პირველი, დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდი, მეორე, მეორე მსოფლიო ომი, ხოლო მესამე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდი. თუმცა აქვე შეგვიძლია მოვიხსენიოთ 70-იან წლებში დაწყებული ქართველ ებრაელთა მიგრაცია, რომელმაც მთელი საბჭოეთის ტერიტორია მოიცვა. 70-იან წლებში საქართველოს სსრკ-დან ისრაელში 30 000 ებრაელის რეპატრიაცია მოხდა1. მაგრამ ამ სტატიაში საუბარი გვექნება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდზე.

გაეროს მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოდან მიგრირებულთა რაოდენობა 2018 წლისთვის 833 000 შეადგენდა2. ასევე დაახლოვებით ანალოგიურ ციფრს – 853 000, ასახელებს მიგრაციის პოლიტიკის ინტიტუტი3. ანალოგიურ მონაცემებს ასახელებს პიუს კვლევითი ცენტრი – 840 0004. ეს ორგანიზაციები, თავიანთ მონაცემებს, ძირითადში, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მისი სანდოობა კი შეგვიძილია არსებული რეალობით მიმოვიხილოთ.

მაგალითად საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში, მოსახლეობის ბოლო, საყოვალთაო აღწერის (2014 წ.) შედეგად, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნება 3 713 804 ადამიანს შეადგენდა5, ხოლო 2020 წლისთვის ამ რიცხვმა 3 716 900 ადამიანს მიაღწია6. თავის მხრივ, სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეობა გააჩნდა – სულ საარჩევნო სიაში რეგისტირებული იყო, 3 526 023 მოქალაქე7.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არასრულწლოვანი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობის სადღაც 23 (22.91%) პროცენტია5, მაშინ გამოვა რომ, სულ საქართველოს ფარგლებს შიგნით, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ (მათ გარდა ვინც დაკარგა მოქალაქეობა)  იმყოფება 4.57 მილიონი საქართველოს მოქალაქე. 4.57 მილიონის რომ გამოვაკლოთ 23% არასრუწლოვანი – 1 046 000 ადამიანი, მივიღებთ 3.5 მილიონ სრულწლოვანს, რაც არიც კიდეც მოცემული ჩვენს საარჩევნო სიაში. ხოლო თუ ამ ჯამურ 4.57 მილიონს, გამოვაკლებთ, საქართველოში მცხოვრებ 3 716 900, მივიღებთ 850 000 ადამიანს, რომელიც თავის მხრივ, ამ რაოდენობით, არის კიდეც მოცემული გაეროს, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებში.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, ან ციფრს მითვლილი არა აქვს დანიშნულების ქვეყნებში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. ძირითადად ესენია, ეთნიკური უმცირესობები, რომელთა რეპარიაციაც 90-იან წლებში მოხდა, ესე რომ ვთქვათ თავის „ისტორიულ“ სამშობლოში. ასევე ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ამერიკის, კანადის თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღების შემდგომ დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და არ არიან ორმაგი მოქალაქეები. თუმცა მათი რიცხვი, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი დიდი არაა, თან მათი ნაწილი,  სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ კიდევ წარმოდგენილია რეესტრის სიებში.

ეხლა, გავაკეთოთ დეტალური დათვლა, თუ სად, რა გეოგრაფიულ არეალში არის განსახლებული ეს 850 000 ადამიანი. აქვე დავაზუსტოდ, რომ საუბარია არა 850 000 ეთნიკურ ქართველზე, არამედ საქართველოს მოქალაქეზე.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობით, წარმოდგენილი არიან რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის ბოლო 2010 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად, რუსეთში ცხოვრობდა 157,8 ათასი ეთნიკური ქართველი, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით 40 ათასით არის დაკლებული (197,9). თუ 90-იან წლებში ქართველების მიგრაცია რუსეთი მაღალი იყო, ბოლო ორ ათწლეულში რუსეთში ქართველების მიგრაციამ უარყოფით სალდო მიიღო, რაც ძირითადად განპირობებული იყო საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებით, რუსეთის ანტიქართული პოლიტიკით, ომით ცხინვალის რეგიონში და ასევე დასავლურ ქვეყნებთან მიმოსვლის გაადვილებით8.

ბოლო პერიოდში, საქართველოდან რუსეთში მიგრირებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომეხია. 2010 წელს რუსეთში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქართულ ენას სულ ფლობდა 170.7 ათასი ადამიანი, მათგან 75. 4 ათასი ეთნიკური ქართველი იყო, ხოლო 95.2 ათასი  ეთნიკურად არაქართველი ანუ დაახლოებით 100 ათასი ქართულის მცოდე, ეთნიკურად არაქართველი ცხოვრობდა რუსეთში8, რაც ჯამში ქართველბთან ერთად სადღაც 250 000 შეადგენს. ეჭვგარეშეა რომ ისინი საქართველოდან მიგრირებული ეთნიკური არაქართველებია, ან პირები რომლებმაც აღწერისას არ მიუთითეს ეროვნება. ამათ კი უნდა დავუმატოთ, ის ეთნიკურად არაქართველი საქართველო მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, ასევე არალეგალურად მცხოვრები, როგორც ეთნიკური ქართველი, ისევე ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეები. ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეგიძლია მეტნაკლებად სანდოთ მივიჩნიოთ ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთში საქართველოდან სადღაც 350 / 450 ათასი, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე არაქართველია  წასული, მათ შორის რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეთნიკური ქართველი თუ არაქართველი  (გამოკლებული რუსი რეპატრიანტები, ჩრ. ოსეთში და რუსეთის სხვა რეგიონებში გადასული ეთნიკური ოსი მოსახლეობა, ასევე სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველო 90-იანების დასაწყისში დატოვეს და მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს). თუმცა, სტატიის დასაწყისში ნახსენებ 850 000 მიგრანტში,  რუსეთის მოქალაქე ქართველები (არ იგულისხმება ორმაგი მოქალაქეობის მქონე), რათქმაუნდა ვერ იქნება მითვლილი.

ანალოგიურად არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, ჩვენს სხვა მეზობელ თუ უახლოეს სამეზობლო ქვეყნებში განსახლებული ქართველების შესახებ. თურქეთში 2017 წელს საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც თურქეთში ბინადრობის ნებართვას ფლობდნენ 21,465 შეადგინა9. თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით თურქეთში 50 ათასამდე ქართველი მიგრანტია, 40 000-მდეა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში საქართველოდან ჩასულ მიგრანტთა რაოდენობა 41 ათასია10, ამ ბოლო ორში, მიგრანტების აბსოლიტური უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხია, თუმცა ეს ციფრია ცვლადია, რომელიც დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე.

უკრაინაში, 2001 წლის მონაცემებით 34,199 ქართველი ცხოვრობდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ჯამში, როგორც ლეგლაურად, ისევე არალეგალურად, საქართველოს მოქალაქე აქაც სადღაც 50 000-ის ფარგლებში უნდა იყოს. ასევე დიდი ქართული დიასპორაა საბერძნეთში, სადაც ქართველების, როგორც ლეგალურად მცხოვრები, ისევე არალეგალურად, არაოფიციალური რაოდენობა 70 000-დან11 100 000-მდეა12. პლიუს ამათ ემატება, საქართველოდან ემიგრირებული 100 000-მდე ეთნიკური ბერძენი.

ევროპის ქვეყნებში მიგრირებული მოსახლეობის აღრიცხვიანობის პროცესი უფრო დამუშავებულია, მაგრამ არალეგალურად მყოფი მოსახლეობის შემთხვევაში არც აქ გვაქვს ზუსტი მონაცემები.  მაგალითად ევროკავშირის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2020 წლისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში (პლიუს ბრიტანეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია) ლეგალურად ცხოვრობდა 100 ათასამდე საქართველო მოქალაქე (მათ შორის მითვლილია ის საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გააჩნდა ე.წ. “ლტოლვილის” სტატუსი).

ლეგალურად მცხოვრები საქართველო მოქალაქეები ევროპის ქვეყნების მიხედვით13:

საბერძნეთი 24,388
იტალია 15,376
გერმანია 14,011
ესპანეთი 11,391
საფრანგეთი 8,923
პოლონეთი 8,106
ავსტრია 2,316
ჩეხეთი 1,683
ბელგია 1,617
შვედეთი 1,006
ნიდერლანდები 955
დიდი ბრიტანეთი 896
კვიპროსი 859
უნგრეთი 562
სლოვაკეთი 560
ლიტვა 500
შვეიცარია 497
ესტონეთი 493
პორტუგალია 450
ირლანდია 429
ლატვია 408
მალტა 209
ფინეთი 138
რუმინეთი 118
ნორვეგია 106
ბულგარეთი 87
ლუქსემბურგი 64
ხორვატია 44
ისლანდია 36
სლოვენია 19
ლიხტენშტეინი 5
დანია
ჯამი 96,252

 

მათი რაოდენობა ვინც განაცხადი შეიტანა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე, მაგალთად ბოლო ორ წელიწადში, შეადგენდა 31 ათასს13 (2020 წლის მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიის გამო).

განაცხადი ევროპაში ე.წ. ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე (ქვეყნების მიხედვით)13:

2019 2020
ბელგია 565 265
ბულგარეთი 0 5
ჩეხეთი 225
დანია 65
გერმანია 3,875 2,520
ესტონეთი 5 0
ირლანდია 635
საბერძნეთი 1,605 805
ესპანეთი 1,810 555
საფრანგეთი 8,825 2,595
ხორვატია 0
იტალია 975 490
კვიპროსი 1,620
ლატვია 10 5
ლიტვა 0
ლუქსემბურგი 35
უნგრეთი 0 0
მალტა 10
ნიდერლანდები 380 175
ავსტრია 340
პოლონეთი 85 60
პორტუგალია 5
რუმინეთი 0
სლოვენია 0 0
სლოვაკეთი 0
ფინეთი 70 15
შვედეთი 970 390
ისლანდია 25 5
ლიხტენშტეინი 5 0
ნორვეგია 25 10
შვეიცარია 600 245
დიდი ბრიტანეთი 270
ჯამი 23,040 8,145

ამათ აბსოლიტურ უმრავლესობას უარი ეთქვა, ან სავარაუდოდ უარს ეტყვიან ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე, რადგან საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი სტატუსის მინიჭებას, საშუალოდ განმაცხადებელთა მხოლოდ 4 % ახერხებს, დარჩენილი ნაწილის ან დეპორტი ხდება, ან ევროპაში ცხოვრებას, სხვა არალეგალური მეთოდებით აგრძელებენ. მოკლედ, ზუსტი სტატისტიკის აღრიცხვა თუ რამდენი მათგანი დაბრუნდა უკან საქართველოში რთულია, რის აღრიცხვასაც მიმდინარე საპროცესო განხილვების ხანგძლივობაც ართულებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით საშუალოდ 20 000 მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება ევროპაში ლტოლვის სტატუსის ძიებაში, ასევე მათ ემატება უკვე იქ მყოფი არალეგალი მოსახლეობა, რაც ჯამში ერთი იმდენია რაც ლეგალურად მყოფი, ამიტომ, სავარაუდოდ ევროპაშო ქართველთა რაოდენობა სადღაც 200 ათას ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მაგალითად იტალიაში ზოგიერთ სპეციალისტის შეფასებით დამატებით კიდე ერთი იმდენი (15 000) არალეგალია14, რაც ლეგალურადაა რეგისტრირებული. თუმცა ეს ციფრი შეიძლება უფრო დიდიც იყოს, თუ გავითვალისწინებთ იტალიის საკმაოდ მაღალ პოზიციას, საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მიხედვით. ოფიციალური მონაცემებით კი, ევროპაში ქართველი არალეგალების რაოდენობა 2020 წლისთვის 12 000 იყო13. სია ქვეყნების მიხედვით:

ბელგია 165
ბულგარეთი 0
ჩეხეთი 190
დანია 75
გერმანია 3,945
ესტონეთი 40
ირლანდია 10
საბერძნეთი 1,115
ესპანეთი 570
საფრანგეთი 2,030
ხორვატია 0
იტალია 495
კვიპროსი 510
ლატვია 5
ლიტვა 50
ლუქსემბურგი 10
უნგრეთი 145
მალტა 20
ნიდერლანდები 145
ავსტრია 245
პოლონეთი 1,585
პორტუგალია 25
რუმინეთი 5
სლოვენია 10
სლოვაკეთი 20
ფინეთი 20
შვედეთი 145
ისლანდია 25
ლიხტენშტეინი 0
ნორვეგია 50
შვეიცარია 230
გაერთიანებული სამეფო 85
ჯამი 11,965

ასევე საინტერესოა მათი რიცხვი ვინც ევროკავშირის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალქეობა მიღო. მაგრამ მათი რაოდენობა დაბალია და ის ამ ციფრებზე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენს. მაგალთად ბოლო 10 წლის განმავლობაში (2009-დან 2018-ის ჩათვლით), სულ 16,436 საქართველოს მოქალაქემ მიიღო ევროკავშირის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეობა13 .

ქართველ მიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და პრინციპში ჯერ კიდევ XX ს დასაწყისიდან სარგებლობდა, ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც ქართველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, არალეგალური მიგრაციის გამო ასევე საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ქართული სათვისტომოს და სხვა არაოფიციალური მონაცემებით აშშ-ში ქართველების რაოდენობა თითქმის 100 000-ია, რომელთა საკმაო ნაწილი იქ არალეგალურად იმყოფება. ზოგადად ამერიკაში საკმაოდ ბევრი არალეგალი მიგრანტია, რომელებიც მიგრანტთა საერთო რაოდენობის 23% შეადგენენ, რაც ციფრებში 10,5 მილიონია15.  1999-2017 წლებში 23949 ქართველმა მიიღო ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების უფლება, რომელთა ნაწილი შემდგომ მოქალქე გახდა. რადგან მათი დიდი ნაწილი მწვანე ბარათის გათამაშების მოგებულებია, სადაც დარღვევების გარეშე აშშ-ში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ, უფლება გეძლევა განაცხადი შეიტანო ამერიკის მოქალაქეობაზე. ამავე წლებში, აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო 13924 საქართველოს მოქალაქემ. ოფიაციალური მონაცემებით, ამერიკაში ლეგალურად 30 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, აშშ-ს მოქალაქეობა (ნაწილს ორმაგი) კი 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, სადღაც 20 000 საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მიღებული .

ჩრ. ამერიკის მეორე ქვეყანაში – კანადაში, ლეგალურად მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, კანადის ნაციონალური სტატისტიკის სააგენტოს მიხედვით 2017 წლისთვის 4775 შეადგენდა16. ასევე ქართველთა მნიშვნელოვანი დიასპორაა  წარმოდგენლი ყაზახეთში, სადაც ქართველთა რაოდენობა 5300 აღწევს17,  დაახლოვებით ამდენივე უნდა იყოს კვიპროსში. ასევე ქართველების მნიშვნელოვანი დიასპორაა ისრაელში, სადაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მონაცემებით, მათი რაოდენობა 10 000 უნდა აღწევდეს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით 25 000-ზე მეტია. ავსტრალიაში, სადაც ქართველი მიგრანტების მცირერიცხოვანი დიასპორაა,  ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2016 წლის ბოლოსთვის, ქართველთა რაოდენობა 670 აღწევდა18.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ 850 ათასი საქართველოდან მიგრირებული მოქალაქეების განსახლების არეალი,  მათ გარეშე ვინც დანიშნულების ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და პლიუს ამას არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, მიახლოვებით მსგავს მონაცემებს მივიღებთ:

 

სქოლიო:

  1. Электронная еврейская энциклопедия – грузинские евреи
  2. UN – International migrant stock 1990-2017
  3. Migration policy Institute – Immigrant and Emigrant Populations by Country of Origin and Destination
  4. Pew Research Center – Origins and Destinations of the World’s Migrants
  5. საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახური – 2014 წლის აღწერის შედეგები
  6. საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახური – მოსახლეობის რიცხოვნობა
  7. ცეესკოს სტატისტიკა
  8. Этнический состав населения и владение языками
  9. საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი
  10. The Financial – Georgia and the Gravity of Migration
  11. საქართველოს დიასპორა და მიგრანტთა გაერთიანებები გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში
  12. ENIGMMA 2 CASE STUDY: GEORGIAN DIASPORA IN GREECE, ITALY AND SPAIN
  13. Eurostat
  14. oc-media.org – Georgian women in Italy’s shadow economy
  15. ABBY BUDIMAN – Key findings about U.S. immigrants
  16. Statistics Canada – 2016 Census
  17. Қазақстан халқы Ассамблеясы
  18. australian bureau of statistics

დატოვეთ შეტყობინება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *